ავარია შატილის გზაზე

შატილის გზაზე ავარიის საქმეზე თრეველ ჯის დირექტორი და ავტობუსის მფლობელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის საქმეზე 2 ადამიანი - 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ტურისტული კომპანია შპს თრეველ ჯის დირექტორი და  დაქირავებული მიკროავტობუსის მესაკუთრე.

მათ ბრალი ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში ედებათ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დუშეთში, შატილის გზაზე ავტოკატასტროფა 23 აგვისტოს მოხდა. ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. დაიღუპა 17 ადამიანი, მძიმედ დაშავდა - 3. 

 შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები