სამთავრობო ცვლილებები

ბაალენი: მოვუწოდებ ოცნებას, ოპოზიციასთან იმუშაოს ახალი თავისუფალი არჩევნების დასანიშნად

ლიბერალური ინტერნაციონალის (LI) საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის (ALDE Party) პრეზიდენტი, ჰანს ვონ ბაალენი ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს:

გასულ პარასკევს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა გადაუდებელია ისე, როგორც არასდროს. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს ჩართულობას და პოლიტიკური ჩიხის დასასრულს და არა შემდგომ სადამსჯელო მოქმედებებს ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ.

მე ვარ ლიბერალი და მე მხარს ვუჭერ საქართველოს.

როგორც ლიბერალური ინტერნაციონალის საპატიო პრეზიდენტი და ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის პრეზიდენტი, გარწმუნებთ, რომ ჩვენს კონტინენტს სჭირდება ძლიერი, უფრო დემოკრატიული საქართველო. საქართველო, სადაც განსხვავებულ აზრს უსმენენ და პოლიტიკური აზრთასხვადასხვაობა პარლამენტში წყდება და არა სასამართლოებში ოპოზიციონერი ფიგურების თვითნებური დაკავების შემდეგ.

ახლა არის დიალოგისა და დეესკალაციის და არა შემდგომი ურთიერთბრალდებების დრო.

მომავალ კვირას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ჩამოსვლამდე, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, განაახლოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან და ერთად იმუშაოს, რათა დაინიშნოს თარიღი თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები