სამთავრობო ცვლილებები

ღარიბაშვილი: არავითარი კრიზისი არ არსებობს გარდა პანდემიის, ეკონომიკის, სიღარიბის და ა.შ

ტყუილად ცდილობენ ჩვენი ოპონენტებად წოდებული რადიკალური, დესტრუქციული ძალები ჩვეული საინფორმაციო, ფსიქოლოგიური კამპანიის პირობებში პოლიტიკური სურათის იმგვარად წარმოჩენას, თითქოს ჩვენ გვაქვს რაღაც განსაკუთრებული კრიზისი.

ეს კრიზისი არის ხელოვნურად შექმნილი, მეგობრებო. არავითარი კრიზისი არ არსებობს დღეს ქვეყანაში, გარდა იმ კრიზისებისა, რომელიც მე ჩამოვთვალე - ეს არის პანდემია, ეკონომიკა, სიღარიბე და ასე შემდეგ...

პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი.

კომენტარები