სამთავრობო ცვლილებები

კახაძე ღარიბაშვილს: გთხოვთ, წყლის პოტენციალის ათვისების პროგრამას ჩაუდექით სათავეში

ყველა ქვეყანას აქვს ორი პოტენციალი — ინტელექტუალური და მატერიალური. ყველაზე სწორი არის, როდესაც ეს ორი პოტენციალი ერთმანეთს კარგად შეავსებს და კარგად გამოიყენებს — ინტელექტი მატერიალურ რესურსს. ჭკვიანი ადამიანებითა და გონიერი ადამიანებით სავსე გახლავთ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ რესურსები მწირი, ჩვენდა სამწუხაროდ, თუმცა ამ რესურსების გონივრული გამოყენება აწარმოე საქართველოს პრინციპებიდან, რომელიც თქვენ მიერ იქნა დანერგილი, კარგად იქნა ათვისებული. ჩვენ გვაქვს ერთი სტრატეგიულზე სტრატეგიული რესურსი, რომლითაც მთელ მსოფლიოს გამოვედრებით და ამ მსოფლიოს, რომელსაც დაუდგება ეს კრიზისი, ჩვენ ამ მსოფლიოს გავაჯერებთ და დავეხმარებით იქით. ეს არის სასმელი წყლის უდიდესი რესურსი - ხარისხით უბადლო, უსაფრთხო და გამოყენებისთვის სარგებლის მომტანი.

ბატონო ირაკლი, სასმელი წყლის ინდუსტრია, ეს არის ის ქვაკუთხედი, რომელზეც შეიძლება თქვენი ჩამოთვლილი შესანიშნავი პრინციპების [დაშენება] - ახალი ეროვნული იდეოლოგიის, პროგნოზირებადი ეკონომიკის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, სიღარიბის აღმოფხვრის, დასაქმების, სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის, განათლების რესურსების და, მე ძალიან გთხოვთ, რომ თქვენ ამ პოტენციალის ათვისების სახელმწიფო პროგრამას ჩაუდგეთ სათავეში და ეს საკითხი იმ დიდებულ ადამიანებთან ერთად, რომლის ერთ ჯარისკაცად მეც მიგულეთ, მათ შუამავლად და თქვენთან ერთად ამ საკითხის წამოწევა წინა პლანზე ჩვენ, როგორც მატერიალურ რესურსს შეგვძენს, ასევე უსაფრთხოებისა და ინტერესის სფეროს გახდის მთელი მსოფლიოსთვის, ისინი ჩვენ გაგვიფრთხილდებიან, რამეთუ, იმ წყაროს მივცემთ მათ, რომელიც ასე საჭიროა სასიცოცხლო ფუნქციების შესრულებისთვის...

ჰკითხა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს.

კომენტარები