კონგოში იტალიის ელჩი მოკლეს

Anadolu Agency

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მყოფი იტალიის ელჩი ლუკა ატანასიო და მისი თანმხლები კარაბინერი გაეროს საავტომობილო კოლონაზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალნენ. განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. 

თავდასხმა ქალაქ გომასთან მახლობლად მოხდა. კოლონაში შედიოდა ორგანიზაცია მსოფლიოს სასურსათო პროგრამის (WFP) მანქანებიც. ორგანიზაციის თქმით გარდაიცვალა მათი ერთი მძღოლი. გაეროს ცნობებით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი. თავდამსხმელებს კოლონის წევრების გატაცება სურდათ.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავდასხმა მოხდა, სამოქალაქო ომის შემდეგ ათობით შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ გზა, რომელზეც თავდასხმა მოხდა, უსაფრთხო მარშრუტთა სიაში შედიოდა და კოლონას მცველების რაზმი არ ახლდა.

 

კომენტარები