რუსეთი

პესკოვი უკრაინაში პრორუსული მედიის დაბლოკვაზე: რუსეთი ასე არასდროს იქცევა

Axios

რუსეთი არასდროს ბლოკავს ოპოზიციურად განწყობილ მედიას და არც საკუთარ მოსახლეობას უწესებს სანქციებს, ამ საკითხში კიევსა და მოსკოვს შორის პარალელის გავლება შეუძლებელია – ასე ფიქრობს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომელმაც ამ თემაზე შაბათს ისაუბრა

"რუსეთში არავინ არაფერს კეტავს, მშვენივრად ხედავთ, რომ ქვეყანაში არაერთი ოპოზიციური მედია არხი ფუნქციონირებს, ამიტომ კიევის მხრიდან მოსკოვისკენ თითის გამოშვერა დიდი სისულელეა". – განაცხადა პესკოვმა და მაგალითად მედია ჰოლდინგი Dozhd-ი მოიყვანა.

პარასკევს, 19 თებერვალს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ პარლამენტის წევრსა და ოპოზიციური პლატფორმის ლიდერს, ვიქტორ მედვედჩუკსა და მის ცოლს, ხუთ სხვა რუსეთის მოქალაქესთან ერთად, სანქციები დაუწესა. სანქციები მათ მთლიან ქონებას შეეხება. 

თებერვლის პირველ რიცხვებში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სანქციები 3 უკრაინულ სატელევიზიო არხს დაუწესა, რუსული პროპაგანდის გავრცელების საბაბით.

 

 

კომენტარები