ხელთათმანების ტენდერი

გამყრელიძის შვილის კომპანია 8-მილიონიანი ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია

ნიკოლოზ გამყრელიძე და ამირან გამყრელიძე
ფოტო: Dailyinfo.ge

ამირან გამყრელიძის შვილის კომპანია, სს გეფა, თითქმის 8-მილიონიანი სამედიცინო ხელთათმანების ტენდერიდან დისკვალიფიცირებულია.

2021 წლის 21 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სამედიცინო ხელთათმანების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, რომელთა საერთო ღირებულებაც 7 738 295 ლარი იყო. 

წინადადებების მიღება 27 იანვარს დაიწყო და 28 იანვარს დასრულდა, ტენდერში ერთადერთი მონაწილე სააქციო საზოგადოება გეფა იყო, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძეა. 

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სს გეფამ ტენდერში უკვე გაიმარჯვა, თუმცა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ, რომ აღნიშნული ტენდერები არ შედგა და სს გეფა დისკვალიფიცირებულია. 

დისკვალიფიკაციის მიზეზი ტექნიკური დოკუმენტაციაა, სს გეფამ არ წარმოადგინა ტენდერში გამარჯვებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, კერძოდ, XL ზომის ხელთათმანთან დაკავშირებით. 

 


 

კომენტარები