კოვიდ-19-ის ვაქცინა

Pfizer-ის ვაქცინას შესანახად ზედმეტად ცივი ტემპერატურა აღარ სჭირდება

ფოტო: Dado Ruvic , Reuters

კომპანია Pfizer/BioNTech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ზედმეტად ცივი ტემპერატურა (-60°C - -80°C) აღარ სჭირდება და მისი შენახვა ნორმალური სამედიცინო საყინულის პირობებშიც შეიძლება, -15-დან -25 გრადუსის ფარგლებში. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times ავრცელებს

Pfizer/BioNTech-ის წარმომადგენლების თქმით, აშშ-ის ჯანდაცვის მარეგულირებელ ორგანოს გაეგზავნა ახალი ინფორმაცია და მონაცემები, სადაც ნაჩვენებია, რომ მათი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შენახვა შედარებით მაღალი ტემპერატურის პირობებშიც შესაძლებელია. 

BioNTech-ის მთავარი აღმასრულებლის, უგურ საჰინის თქმით, ვაქცინის გადატანა და შენახვა გაცილებით მარტივი იქნება, რაც ვაქცინაციის ცენტრებს მეტი მოქნილობის საშუალებას მისცემს და გაამარტივებს ვაქცინაციის პროცესს. 

ისრაელში ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ Pfizer-ის ვაქცინა Covid-19-ის მიმართ 85-95%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა. 

თებერვლის ბოლოს საქართველო კოვაქსის პლატფორმის საშუალებით Pfizer-ის ვაქცინის მხოლოდ 29 520 დოზას მიიღებს.

კომენტარები