თურქეთი და აზერბაიჯანი

თურქეთი და აზერბაიჯანი 2023 წლისთვის ვაჭრობის $15 მილიარდამდე ზრდას გეგმავენ

AzerNews

თურქეთი და აზერბაიჯანი 2023 წლისთვის ურთიერთვაჭრობის $15 მილიარდიან ნიშნულამდე აყვანას გეგმავენ. 

განცხადება თურქეთის ვიცეპრეზიდენტმა ხუთშაბათს, თურქეთ-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმზე გაავრცელა და დასძინა, რომ ქვეყნები, მოძმე ერების გარდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სავაჭრო პარტნიორები არიან.

2020 წლის შეჯამებისას, ვიცეპრეზიდენტმა თურქეთის ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, ჩინეთი და თურქეთი G20-ის ორად ორი ქვეყანაა, რომლებმაც წელი პოზიტიური ეკონომიკური ზრდით დაასრულეს.

ფორუმზე კომენტარი აზერბაიჯანულმა მხარემაც გააკეთა:

"ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენი სურვილია, რომ ეს გეგმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებად იქცეს, რაც ორივე მხარის ინტერესებშია. $15 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვის მისაღწევად მთავრობებთან ერთად ბიზნესმაც აქტიურად უნდა იმუშაოს". – განაცხადა აზერბაიჯანის ვაჭრობის მინისტრმა.

კომენტარები