თოვლი, ყინვა, ძლიერი ქარი – როგორი ამინდი იქნება 27 თებერვლამდე

Reuters

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C.

მათივე ცნობით, 18 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში -4, -6°C.

ასევე, 19-20 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 21 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.

მათივე ინფორმაციით, 22-24 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობააა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 თებერვალს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C.

კომენტარები