ხანძარი

ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვარკეთილში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

"ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას, მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს. მოხდა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია, მეშვიდე სართულზე ბინაში ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, სხვა დაშავებული არაა. ".- აცხადებენ უწებაში. 

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 9 ეკიპაჟი. 

 

კომენტარები