კორონავირუსი და შეზღყდვები

კახაძე: 100 წლის წინ პანდემიისასაც იყო პირბადის რეკომენდაცია, ალბათ დამსჯელობითიც იყო

თითოეული ჩვენგანი, დაინტერესებული პირები და, ექიმები განსაკუთრებით, ჩაუსხდნენ შინაარსს, რა გამოცდილება აქვს დედამიწას და აღმოჩნდა, რომ 100 წლის წინ ეს ურთულესი გამოცდილება არსებობდა [პანდემია]. მაშინ არ არსებობდა ბევრი რამ, რაც დღეს არსებობს, მიუხედავად ამისა, იქაც და აქაც ერთი წესი გაერთიანდა. ერთმა რამემ ის საუკუნე და ეს საუკუნე გააერთიანა და ეს ყველაფერი უკავშირდება პირბადეს.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ იმ საუკუნეში ყველა ინფორმაცია, სადაც არ უნდა ჩაწვდეს ადამიანი და წაიკითხოს, იქაც რეკომენდაცია, დავალება, თხოვნა და მერე კიდევ დამსჯელობითიც იყო იქ, ალბათ, რაღაც სანქცირებულიც იყო, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, რომ პირბადე, პირბადე, პირბადე, პირბადე და 100 წლის დაგროვილი მოწოდება დღესაც კიდევ, რატომღაც, შესახსენებელი გახდა და ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ პირბადე აუცილებელია...

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

კომენტარები