გაერთიანებული სამეფოს მინისტრის ვიზიტი საქართველოში

საქართველოს გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ეწვევა

ვენდი მორტონი
https://www.agenda.ge/en/news/2020/3829

15 თებერვალს საქართველოს გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპის სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში, ვენდი მორტონი პირველად  ეწვევა. 

“ძალზე მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია და მეძლევა საშუალება, პირადად გავეცნო გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს. 

ჩვენი ქვეყნები ბევრი მიმართულებით თანამშრომლობენ, მათ შორის, უსაფრთხოების, თავდაცვის, განათლების და პანდემიის შემდგომი მდგრადი განვითარების მიმართულებით, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალზე სასარგებლოა”. - ამბობს ვენდი მორტონი 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის განმავლობაში მინისტრი მორტონი ეწვევა კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიქმნა, საოკუპაციო ხაზს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში და დაესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმებას.

 

კომენტარები