კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ის 357 ახალი შემთხვევიდან თბილისში 150 დადასტურდა, იმერეთში – 49, გურიაში – 35

GETTY IMAGES

ბოლო 24 საათში COVID 19-ით  ინფიცირების 357 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 150 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 49, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 24, გურიაში – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 27, კახეთში – 19, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 0.

ამ ეტაპზე ქვეყანაში მძიმე პაციენტია 435, მათ შორის, თბილისში – 174, აჭარაში – 39, იმერეთში – 130. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 105 პირი, მათგან თბილისში – 70, აჭარაში – 5, იმერეთში – 12.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა  19 345 ტესტი, გამოჯანმრთელდა 652 ადამიანი.

14 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 265 557 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 258 093 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 352 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

1-ელი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნა. თუმცა  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები გაიხსნა, შაბათ-კვირას არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ.

8 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, გაიხსნა ღია და დახურული ბაზრობები. თუმცა, შეზღუდვები შაბათ-კვირას არ მოხსნილა. 

კვლავ დაკეტილია ფიტნესდარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები იხსნება 15 თებერვლიდან – სრულად

კომენტარები