ხანძარი ელიავაზე

ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ხანძარია

ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კუთხეში სასაწყობე ფართში ხანძარია. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებას სავარაუდო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

განახლება: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.  წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებულია სამშენებლო მასალების საწყობებზე.

ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ შესულა.

კომენტარები