ავტოავარია გურიაში

გურიაში ავტომობილი ხევში გადავარდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა

Tabula

გურიაში, აცანა-მამათის გზაზე ავტომობილი ხევში გადავარდა, რომლის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მისი ცოლი და ოთხი შვილი მძიმედ დაშავდა. 

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები