მიხეილ სააკაშვილი

დოლგოვი სააკაშვილზე: მოწოდებები არ გვეხმარება ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებაში

"სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ დაგვეხმარება ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებაში". – ამბობს უკრაინის ელჩი, იგორ დოლგოვი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. 

"სამწუხაროა, ისევ უნდა გავაკეთო კომენტარი იმ ადამიანების განცხადებაზე, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართული ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები ჩვენ არ გვეხმარება ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობის, სტრატეგიული პარტნიორობის წინ წამოწევაში. 

რა თქმა უნდა, მას, როგორც ადამიანს, აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი აზრი. [...] მსგავსი მოწოდებები დაუმორჩილებლობასა და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციებთან დაკავშირებით არ დაგვეხმარება". – ამბობს უკრაინის ელჩი საქართველოში.

უკრაინის ელჩის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი Facebook-ზე წერს, დოლგოვი პეტრო პოროშენკომ მის საწინააღმდეგოდ ბრძოლის მიზნით დანიშნა. როგორც სააკაშვილი წერს, უკრაინის ელჩი "ღრმად კორუმპირებულია." 

"მე მჯერა, რომ ის უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს. უკრაინას ან  საქართველოს ასეთი ელჩი არ ეყოლება, მე ამას წერტილს დავუსვამ". – დაწერა სააკაშვილმა. 

"ჩვენ არ გადავიხდით ჯარიმებს". – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან საქართველოში გამართულ დაუმორჩილებლობის აქციაზე დაჯარიმებულ მოქალაქეებზე. 

კომენტარები