დაჭრა კახეთში

შსს: ლაგოდეხში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

shutterstock

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი
დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ბრალდებულმა მიმდინარე წლის 4 თებერვალს, თანამზრახველებთან ერთად, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 1973 წელს დაბადებულ თ.ნ.-ს და მიიმალა. დაშავებულ პირს კლინიკაში შესაბამისი მკურნალობა უკვე ჩაუტარდა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით გრძელდება
საგამოძიებო, ოპერატიული და საპროცესო ღონისძიებები.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს". – წერია შსს-ს განცხადებაში. 

კომენტარები