ზურაბიშვილის ინტერვიუ

სალომე ზურაბიშვილი: ბევრი რამე მწყინს, მაგრამ წყენას ვივიწყებ ტოტალურად

წყენას ვივიწყებ ტოტალურად. ისე კი არაა, რომ არ მწყინს, ბევრი რამე მწყინს, მაგრამ...შეიძლება ზოგადად ვინმემ მაწყენინა, მეგობრებს ვგულისხმობ და არა პოლიტიკურს, მაგრამ რატომ და რაზე იყო აღარ მახსოვს. ალბათ იმიტომ, რომ ეს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არაა, რომ დავიტვირთო მე მეხისერება. მაქვს ძალიან სელექტიური მეხსიერება. რაღაცები მავიწყდება თუ არ მაინტერესებს, თუ იმ დროს არ არის რაღაც ცენტრალური, როგორც ჩანს, ჩემი მეხსიერება თავს იცავს ზედმეტი დატვირთვისგან. 

ჩემი პრესსამსახური მიმზადებს ყოველდღე მთლიანად მედიიდან, თუ რა არის ჩემზე ნათქვამი. წითელი არის კრიტიკული, მწვანე და ყვითელი როცა არის ნეიტრალური. წითელი ისე ჭარბობს, ყოველდღიურად, რომ მეტი არ შეიძლება. ასე რომ, ეს არის მუდმივი ფენომენი, რომელსაც ნამდვილად მივეჩვიე, მაქვს ჩემი დამცველი მექანიზმები, ვთვლი, რომ ეს არ არის ჩემზე თავდასხმა, ეს რეალურად არის პრეზიდენტის და ინსტიტუტის მიმართ შეტევა. 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში, კითხვაზე, თუ რა არის მისი ხასიათის ყველაზე დადებითი თვისება. 

კომენტარები