ტომ მური

ჯონსონის თქმით, გარდაცვლილი ვეტერანის, ტომ მურის, ხსოვნას პატივს ტაშით მიაგებენ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა საზოგადოებას მოუწოდა, ოთხშაბათს, გრინვიჩის დროით 18:00 საათზე გარდაცვლილი ვეტერანის, სერ ტომ მურის ხსოვნას პატივი ტაშით მიაგონ. 

ჯონსონის თქმით, ეს ტაში ასევე მიეძღვნება მედიცინის მუშაკებს, ვისაც ტომ მურმა თანხა შეუგროვა

ტომ მურის სახლთან მოქალაქეებმა ყვავილები და წერილები დატოვეს. 

ჯონსონის თქმით, მურმა დიდხანს და კარგად იცხოვრა.

დღეს ბრიტანეთის თემთა პალატამ მურის ხსოვნას ერთწუთიანი მდუმარებით პატივი მიაგო.

ბრიტანელი ვეტერანი, კაპიტანი სერ ტომ მური 100 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.

2020 წელს, პანდემიის დაწყების შემდეგ 99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ტომ მურმა გადაწყვიტა 100 წლის იუბილემდე იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და დონაციები მიეღო ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის. მას ათასი ფუნტის მოგროვება სურდა იმ მედიკოსებისათვის, ვინც მას კიბოსა და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარა. საბოლოოდ კაპიტანმა მურმა 33 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოაგროვა და კორონავირუსთან მებრძოლი ბრიტანეთის სიმბოლო გახდა. 

მური მეასე დაბადების დღეს თვითიზოლაციაში შეხვდა. გასული წლის ივლისში დედოფალმა ის რაინდად აკურთხა.

 

კომენტარები