ტომ მური

100 წლის ვეტერანი, რომელმაც ექიმებს £33 მლნ შეუგროვა, Covid-19-ის გამო საავადმყოფოშია

ტომ მური

კაპიტანი სერ ტომ მური საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა ქალიშვილმა სოციალურ მედიაში გაავრცელა.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მას პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდნენ. გასულ კვირას კორონავირუსი დაუდასტურდა. დღემდე ის სახლში იყო, თუმცა სუნთქვისათვის დამატებითი დახმარება დასჭირდა და პალატაში გადაიყვანეს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არ არის."

სერ ტომ მურს კორონავირუსის ვაქცინა არ გაუკეთეს, რადგან პნევმონიაზე მკურნალობდნენ.

პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მას გამოჯანმრთელება უსურვა.

2020 წელს, პანდემიის დაწყების შემდეგ 99 წლის ბრიტანელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, ტომ მურმა გადაწყვიტა 100 წლის იუბილემდე იორკშირში საკუთარი სახლისთვის გარშემო 100-ჯერ შემოევლო და დონაციები მიეღო ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სერვისისთვის. მას ათასი ფუნტის მოგროვება სურდა იმ მედიკოსებისათვის, ვინც მას კიბოსა და მოტეხილი ფეხის მკურნალობაში დაეხმარა. საბოლოოდ კაპიტანმა მურმა 33 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოაგროვა და კორონავირუსთან მებრძოლი ბრიტანეთის სიმბოლო გახდა. 

მური მეასე დაბადების დღეს თვითიზოლაციაში შეხვდა. გასული წლის ივლისში დედოფალმა ის რაინდად აკურთხა.

კომენტარები