ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგება

Reuters

ჯეფ ბეზოსი Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან გადადგება და დატოვებს იმ კომპანიის სათავეს, რომელიც 27 წლის წინ დააარსა. 

კომპანიის თანახმად, ბეზოსი თანამდებობას წლის მესამე კვარტალში დატოვებს და მის ადგილს ენდი ჯასი, Amazon Web-ის სერვისების აღმასრულებელი დირექტორი დაიკავებს. 

ბეზოსი თანამშრომლებს ეუბნება, რომ თანამდებობის გადაცემა მას მისცემს დროს და ენერგიას, რას სჭირდება Day 1 Fund-ზე, Bezos Earth Fund-ზე, Blue Origin-ზე, The Washington Post-სა და სხვა ინტერესებზე ფოკუსირებისთვის. 

ის მიიჩნევს, რომ თანამდებობის გადაცემისთვის ხელსაყრელი დროა.

როგორც NBC წერს, მისი შეცვლით, Amazon-ის ბიზნეში რაიმე მნიშვნელოვანი არ იცვლება. მისი განცხადების შემდეგ ამაზონის აქციის ფასი თითქმის უცვლელად დარჩა.

​ჯერჯერობით უცნობია, ბეზოსი Amazon-ის ბიზნესის ახალ ამპლუაში რამდენად აქტიური იქნება.

ჯეფ ბეზოსი Forbes-ის მილიარდერების სიის სათავეშია.

კომენტარები