კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 858 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 17 271 ტესტი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 17 271 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 580 პაციენტი.  

2 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 259 209 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 250 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 208 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. ასევე, აჭარაში კვების ობიექტების გარე სივრცეები გაიხსნება. თუმცა,  იმ ხუთ ქალაქში, სადაც სკოლები იხსნება, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები კი, კვლავ დისტანციურ რეჟიმში იმუშავებენ.

კვლავ დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

ვრცლად, რა შეზღუდვები იხსნება 1-ლი თებერვლიდან წაიკითხეთ - აქ

კომენტარები