მეუფე საბა

მეუფე საბა გვარამიას: პრეზერვატივი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით და გამოგიგზავნით

რამოდენიმე წლის წინ ძალიან უტიფარი და კადნიერი ჯგუფი თუ საქმიანობის ხალხი გამოჩნდნენ, რომლებიც ჯერ ჩუმად, შემდეგ სახალხოდ, სააღდგომოდ აპირებდნენ გამოშვებას, მაპატიეთ კიდევ ერთხელ, პრეზერვატივების, რომლებზეც უნდა დაეწერათ თამარი მეფის სახელი. ეს მე ერთ-ერთმა პირველმა გავიგე, როგორც მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, დავურეკე მეუფე თეოდორეს და ავტეხეთ ერთი ამბავი, მერე იქ რა იყო, ამაზე განცხადება გაკეთებულია ეკლესიის მიერ და ჩვენ, ნუ, მკაცრად გავილაშქრეთ ამის წინააღმდეგ და მემგონი ეს მაშინ ვერ მოხერხდა.

აი, იმ სიუჟეტის შემდეგ, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს არ ვიცი, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბას და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვი. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლში და შენს კაბინეტში მოიკითხე, თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით...

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ტელეკომპანია მთავარის დირექტორს საზეიმო ლიტურგიაზე, ამბიონიდან პრეზერვატივების ყიდვა შესთავაზა.

კომენტარები