ავარია თბილისში

ჭავჭავაძის გამზირზე 3 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - დაშავდა ორი ადამიანი

მთავარი 

ავარია მოხდა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულები შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში  გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები