ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუნდის 12 ახალი წევრი წარადგინა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პოლიტიკური გუნდის 12 ახალი წევრი ონლაინპრეზენტაციით წარადგინა. 

ნიკა მელიას თქმით, ახალი სახეები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ.

პარტიას შეუერთდნენ:

  • ბარბარა ჯამელი სულაშვილი – საერთაშორისო პოლიტოლოგიის მაგისტრი;
  • რეზო ჩომახიძე – ევროპის საუკეთესო წყალბურთელი, დიპლომატიური ეკონომიკის მაგისტრი;
  • ანა გოგოლაძე – საჯარო მმართველობის მაგისტრი;
  • სოფო ჯაფარიძე – ლექტორი, ჯანდაცვის სფერო;
  • ნონა მამულაშვილი – დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი;
  • ზვიად ქვლივიძე – ევროპული ბიზნესადმინისტრირებისა და ბიზნესსამართლის მაგისტრი;
  • გიორგი თარგამაძე – ბიზნესადმინისტრირების მაგისტრი;
  • მანუჩარ ახალაია – სამართალმცოდნეობის მაგისტრი;
  • გიორგი ჩალაძე – იურისტი, მედიატორი;
  • ნიკა ობოლაძე – იურისტი;
  • ბაჩო დოლიძე – სტატისტიკური მარკეტინგის მაგისტრი;
  • გიორგი ხვედელიანი – პოლიტიკური ეკონომიკის მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი.

"ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, წინ კი გველოდება კიდევ უფრო მეტი სიახლე, რაც ყველაზე მთავარია, სასიამოვნო სიახლე, რომელიც ქვეყანას მოუტანს კონკრეტულ სიკეთეს, განვითარებას და წარმატებას". – ამბობს ნიკა მელია. 

კომენტარები