ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
დავითგარეჯის საქმე

მოხელეები ოცნების კამპანიაში მელაშვილის წინააღმდეგ – ხოშტარია 100 სქრინს აქვეყნებს

შაბათი, 30 იანვარი, 2021 - 15:06
tbl.ge/5eeq
დაკოპირდა

ივერი მელაშვილის წინააღმდეგ ქართული ოცნების მიერ კოორდინირებული და ორგანიზებულ კამპანიაში საჯარო მოხელეების ჩართულობის დასადასტურებლად, ელენე ხოშტარია 100-ზე მეტ სქრინს აქვეყნებს.

ხოშტარია წერს, რომ ვიდეო, რომელსაც ისინი ავრცელებენ, იდენტურია - "ერთი ადამიანის მოჭრილი და ინსტრუქციად გაგზავნილი ასატვირთად".

"მესიჯები მსგავსი ან იდენტური: გარეჯი საქართველოა (ვითომ ვინმე ამბობს რომ არა), კონტექსტიდან ამოჭრილი მელაშვილის სიტყვები, ლანძღვა, თავდასხმა, გაზიარების მოწოდება.

ანუ ერთსა და იმავე დროს უცებ საქართველოს მასშტაბით სახელწმიფო მოხელეებმა, ზუსტად ერთსა და იმავე წამებში ვიდეო მოჭრეს, ერთნაირად და ერთდროულად გაბრაზდენ და 'იცავენ სამშობლოს"

რუსთავი, ყვარელი, ქუთაისი, ბოლნისი, ცაგერი, გარდაბანი, საჩხერე, ბათუმი, კასპი, ვანი, ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, თბილისი, წყალტუბო, ოზრუგეთი, მარნეული... სახელწმიფო მოხელეები, საკრებულოები, მერიები, აიპები და სიპები.

გარდა ივერი მელაშვილზე თავდასხმისა, ეს დაორგანიზებული გზავნილი ემსახურება მგრძნობიარე, პატრიოტულ თემაზე ტყუილზე დაფუძნებით კონფლიქტის გაღვივებას, რაც კიდევ უფრო საშიშია.

მესმის ადამიანების, ვინც უნებლიეთ წამოეგო პროვოკაციას, თუმცა ყველა დავფიქრდეთ, რას ემსახურება ოცნების მორიგი პროვოკაცია და კარგად დავფიქრდეთ სანამ დასკვნებს გამოვიტანთ და სისტემის მსხვერპლს დავესხმებით თავს" - წერს ელენე ხოშტარია თავის Facebook გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ 28 იანვარს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა  20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ გირაო 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილი თანამდებობიდან გადააყენა. მოსამართლე ლელა კალოჩენკომ მიიჩნია, რომ  თანამდებობაზე ყოფნა საქმეში არსებულ ინფორმაციას უკავშირდება და არა მხოლოდ ანაზღაურებას.  

ივერი მელაშვილინატალია ილიჩოვაელენე ხოშტარიაქართული ოცნებადავითგარეჯის საქმე

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 13 ივნისი, 2022 - 12:46"ფაქტია, რომ პროცესი ჭიანურდება" – სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა
  • ორშაბათი, 3 იანვარი, 2022 - 21:32ადმინისტრაცია: სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების მუშაობაში პრეზიდენტი არ ერევა
  • ორშაბათი, 3 იანვარი, 2022 - 00:16კობახიძე: პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით კარტოგრაფების საქმის ინიციატორები დააჯილდოვა
  • პარასკევი, 24 დეკემბერი, 2021 - 13:46მელაშვილი: ჩემი სამსახური გააუქმეს – არ ვიცი რას აპირებენ, რა აქვთ მოფიქრებული
  • ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი, 2021 - 11:43მშვენიერაძე: არ გაინტერესებთ ღარიბაშვილი ხიდაშელის რუკით რატომ არ იბრუნებს ტერიტორიებს?

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:31

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)

ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:13

ზელენსკი: ახლა წელიწადში 10 მილიონ დრონს ვაწარმოებთ, ვგეგმავთ 20 მილიონი ვაწარმოოთ

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:39

"უკანონოდ ინახავდა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები" – დაკავებულია 1 პირი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:28

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა (რ)

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 16:13

ევროკავშირს საქართველო იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი - მაჭავარიანი

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕