თადეოზ სარალიძე

ქსენოფობიის მქადაგებელი დეკანოზი მონასტერში გაგზავნეს - საპატრიარქო ამბობს, რომ ეს სასჯელია

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც მრავალმხრივი ქსენოფობიური ქადაგებები გაავრცელა, მონასტერში განწესდა "გარკვეული ვადით".
 
"საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით", - წერს საპატრიარქო.
 
ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დეკანოზმა ქსენოფობიური და ბავშვების საწინააღმდეგო ქადაგებები წარმოთქვა.
 

დეკანოზმა თადეოზმა არმენოფობიური ქადაგება წარმოთქვა.  

"რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია. სომეხი ხომ არ ხარ? გაფუჭებული სომეხი რა ამბობს?! - რა გავცე, რის გავცეო". – თქვა მან.   

მათ შორის, ანტისემიტური: დეკანოზ თადეოზის ანტისემიტიზმი: ჩვენს ხელისუფლებაში არ შეიძლება სომეხი და ებრაელი


 

კომენტარები