უკრაინა-რუსეთი

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას მოაწერა ხელი

ვოლოდიმირ ზელენსკი
Ukrainian Presidential Press service

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ახალი სანქციების დაწესების განკარგულებას.

პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად ძალაში შედის 2020 წლის 14 დეკემბერს უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა იმ ფიზიკური და იურიდიული პირების სია, რომლებსაც სანქციები დაუწესდებათ. დოკუმენტის თანახმად უშიშროების სამსახური და უკრაინის ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს სანქციების გატარებასა და ეფექტიანობის მონიტორინგს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალი სანქციების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროკავშირსა და აშშ-ს და დააყენებს მათ მიერ მსგავსი ზომების მიღების საკითხს.

უკრაინის სანქციები რუსეთის მოქალაქეების და კომპანიების წინააღმდეგ 2014 წლიდან, ყირიმის კრისიზის შემდეგ მოქმედებს. ამავე პერიოდიდან რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შემოიღო საპასუხო სანქციები. ორივე მხარე რეგულარულად აახლებს და აფართოებს სანქციების სიას. მაგალითად, 2021 წლის იანვარში უკრაინის მთავრობამ წამოაყენა წინადადება, დაეწესებინათ სანქციები რუსული ავიაკომპანიებისთვის, რომლებიც ყირიმში დაფრინავენ. ორივე მხარეს მიღებული აქვს შეზღუდვები გარკვეული პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტზე.

კომენტარები