დავითგარეჯის საქმე

მელია: ვუსმენ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით

ივერი მელაშვილის გაუტეხლობამ, უკომპრომისობამ, მისი ადვოკატების, სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლამ და საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხმა დააყენა დღევანდელი შედეგი - დღეს ბატონი ივერი საკნის ნაცვლად სატელევიზიო ეთერებშია და დაუნდობლად ამხელს მოძალადე ხელისუფლებას.

ვუსმენ ბატონ ივერი მელაშვილს და არ მესმის, როგორ არ უნდა აენთო ბრძოლის ჟინით,  თუ ამ პატრიოტ და უტეხ კაცს უსმენ?!

დავიჯეროთ, რომ ყველას შეგვიძლია გამარჯვება!

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, საკუთარ Facebook გვერდზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას 20-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

კომენტარები