კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 610 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 167 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 610 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 167 მართვით სუნთქვაზეა.

თბილისში 289 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 47, იმერეთში - 146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 126 ადამიანია, აჭარაში- 2, იმერეთში კი - 17. 

29 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 256 956 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 247 096 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 148 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები