კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 669 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 19 311 ტესტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 21 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 19 311 ტესტი დ დადასტურდა ინფიცირების 669 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი. 

29 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 256 956 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 247 096 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 148 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები