კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 723 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 17 850 ტესტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 17 850 ტესტი დ დადასტურდა ინფიცირების 723 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 931 პაციენტი. 

28 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 256 287 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 246 459 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 127 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები