მერაბ ნინიძე

კამბერბეტჩისა და ნინიძის მონაწილეობით ფილმი 19 მარტს გამოვა - TRAILER

კინოკომპანია Lionsgate-მა მომავალი ჯაშუშური მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, "The Courier"-ის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც როლებს ბენედიქტ კამბერბეტჩი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.

დომინიკ კუკის მიერ გადაღებულ ფილმში ქართველი მსახიობი რეალურად არსებულ, საბჭოთა დაზვერვის პოლკოვნიკს, ოლეგ პენკოვსკის როლს ასრულებს. სურათის თავდაპირველი სახელი "Ironbank" იყო. ჯაშუშური დრამის პრემიერა მიმდინარე წლის 19 მარტს არის ჩანიშნული. 

მეორეხარისხოვანი როლისთვის ნინიძემ პრესტიჟული ბრიტანული დაჯილდოების, BIFA-ს ნომინაცია მიიღო. დაჯილდოების ცერემონია 16 თებერვალს გაიმართება.

ქსელში, ტრეილერთან ერთად, მომავალი ფილმიდან რამდენიმე კადრიც გავრცელდა.

კომენტარები