აშშ

აშშ-ს სენატმა სახაზინო მდივნის თანამდებობაზე ჯანეტ იელენი დაამტკიცა

FED-ის თავმჯდომარე ჯანეტ იელენი
Joshua Roberts / REUTERS

აშშ-ს სენატმა აშშ-ს სახაზინო მდივნის თანამდებობაზე ჯანეტ იელენი დაამტკიცა. ის პირველი ქალი იქნება, რომელიც ამ პოზიციას დაიკავებს

2014 წლიდან 2018 წლამდე ის ამერიკის შეერთებული შტატების სარეზერვო ფონდის თავმჯდომარე იყო. 

მისი როლი გადამწყვეტი იქნება ახალი ადმინისტრაციის პირველ კვირებში, რადგან ის იქნება კონგრესთან მთავარი მომლაპარაკებელი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 1.9 ტრილიონი დოლარის სტიმულირების პაკეტისთვის მხარდაჭერისა და დამტკიცებისთვის.

მისი თქმით, როდესაც საპროცენტო განაკვეთები ისტორიულ მინიმუმზეა, ყველაზე ჭკვიანური ქმედება რაიმე დიდის გაკეთებაა. 

იელენს ასევე შეეძლება სავაჭრო წესების დაწესებაზე მუშაობა. აღსანიშნავია ის, რომ მან გასულ კვირას თქვა, ის ყველა შესაძლო იარაღს გამოიყენებს, რომ უპასუხოს ჩინეთის უკანონო და არალეგალურ პრაქტიკებს, რაც აშშ-ს ეკონომიკას ძირს უთხრის. 

მისი თქმით, პეკინი აზარალებს ამერიკულ კომპანიებს მთელი რიგი პოლიტიკის გატარებით, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების მოპარვით და აშშ-ს საქონელზე დაწესებული ბარიერებით.

იელენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული კონკურენტია და მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ გამოწვევის დასაძლევად პარტნიორებთან ერთად იმუშაონ.

კომენტარები