NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 46%-ის აზრით, წამლების ფასი ჯანდაცვის ყველაზე დიდი პრობლემაა

NHS

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად წამლების საფასურს ასახელებს, 25% - პანდემიის სხვადასხვა გამოწვევებს, 16% - საავადმყოფოების ხელმისაწვდომობას კორონავირუსთან მიმართებაში, 14% - ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობას, 9%-ის აზრით კი, ჯანდაცვის სისტემაში პრობლემები არ არის.

საველე სამუშაოები 17-24 დეკემბერს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

კვლევაში გამოყენებულია 2 053 დასრულებული ინტერვიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.1% -ია, თუმცა, NDI აღნიშნავს, რომ ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით. ორგანიზაციის ცნობით, ახალი მონაცემების კვლევის წინა ტალღებთან შედარებისას გასათვალისწინებელია, რომ ინტერვიუს მეთოდის ცვლილება, შესაძლოა, ცდომილებაზე აისახოს.

სატელეფონო გამოკითხვები NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები