კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცრებული 694 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 204 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 694 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 204 მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში 302 მძიმე პაციენტია, იმერეთში - 183, აჭარაში - 47. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  თბილისში 154 ადამიანია, აჭარაში 1, იმერეთში კი - 25. 

23 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 240 629 პაციენტი გამოჯანმრთელდა,  3 038 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები