ჰიპ-ჰოპი

რეპერ SOULJA BOY-ს ყოფილი თანაშემწე ცემასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებს

Junkee

ამერიკელ ჰიპ-ჰოპ არტისტს ყოფილი თანაშემწე გაუპატიურებაში, ცემასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ადანაშაულებს.

უცნობი ქალის თქმით, 2018 წელს მან რეპერის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. ერთი თვის შემდეგ მუსიკოსმა თანაშემწისთვის პენისის ფოტოების გაგზავნა დაიწყო. 2019 წლის 23 იანვრიდან რეპერს სრულიად უმიზეზოდ ბრაზის შემოტევა დაეწყო და ქალს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთხელ თავის არეში რამდენიმე დარტყმის შემდეგ ასისტენტმა გონება დაკარგა. 

თებერვლში რეპერმა ქალი გააუპატიურა. ინციდენტის შემდეგ მომღერალმა ასისტენტს დუმილისთვის $1000 შესთავაზა. მოგვიანებით გაუპატიურებამ რეგულარული სახე მიიღო, მუსიკოსი ასისტენტზე დღეში რამდენჯერმე სექსუალურად ძალადობდა. 

ქალმა წასვლა გადაწყვიტა, საპასუხოდ Soulja Boy-მ თანაშემწე სამი დღით ოთახში ჩაკეტა და მხოლოდ მაშინ გამოუშვა, როდესაც ქალმა წასვლა "გადაიფიქრა".

აგვისტოში რეპერმა ქალს გონების დაკარგვამდე სცემა და ეზოში ნივთების გარეშე დატოვა. მოგვიანებით, როდესაც თანაშემწემ საკუთარ ნივთებს მოაკითხა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა კიდევ ერთხელ გააუპატიურა. 

გარდა ამისა, Soulja Boy-მ თანაშემწე 18 თვე ანაზღაურების გარეშე ამუშავა. 

რეპერს კანონთან პრობლემები აქამდეც ჰქონდა. მუსიკოსი იარაღის უკანონო ტარებაზე სამჯერ დააკავეს, 2019 წელს სასამართლომ მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ ეტაპზე ჰიპ-ჰოპ არტისტი ყოფილი თანაშემწის ბრალდებას არ გამოხმაურებია.

კომენტარები