კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 733 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 218 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 733 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 218 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში  317 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 55, იმერეთში – 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 158 პაციენტია, აჭარაში – 3, იმერეთში – 26.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 10 189 აქტიური შემთხვევაა. 

22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 238 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 022 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები