კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ის 1137 ახალი შემთხვევიდან თბილისში 469 დადასტურდა, იმერეთში – 107, აჭარაში – 52

ABC

კორონავირუსით ინფიცირების 903 ახალი შემთხვევიდან თბილისში 469 დადასტურდა, იმერეთში – 107, აჭარაში კი – 52. 

ქვემო ქართლში ინფიცირების 44 შემთხვევაა, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 73, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 18, სამცხე-ჯავახეთში – 24, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6.

22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 238 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 022 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ინფიცირების 10 189 აქტიური შემთხვევაა.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები