კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 903 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 18 528 ტესტი

iStock [illustration]

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 528 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 903  ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 636 ადამიანი.

22 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 238 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 022 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები