კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა ამბიციური ამოცანაა, მაგრამ რეალისტურიც

თამარ გაბუნია

საქართველოს მთავრობამ Covid-ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. პრეზენტაცია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გამართა, რომელმაც თქვა, რომ ძირითადი ამოცანაა, წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% აიცრას.

"ეს არის იმისთვის, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის და ასევე ვაქცინაციის მოცვით, ჯამურად, იყოს მოსახლეობის უმრავლესობა დაცული იმუნური პასუხით და ამან მოგვცეს შესაძლებლობა, ეკონომიკის გახსნა მოხდეს უსაფრთხოდ და აღარ იყოს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების რისკები.

ეს ამოცანა გარკვეულწილად ამბიციურია, სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ რეალისტურიც, შესაძლებელი იქნება ამის მიღწევა წლის ბოლომდე". – ამბობს გაბუნია.

კომენტარები