რა ტიპის გადახდებზე მოგიწევთ სავალდებულო იდენტიფიკაცია

ეროვნული ბანკი და საქართველოს საბანკო ასოციაცია სწრაფი გადახდის აპარატების სარგებლობის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე დამატებით განმარტებებს აკეთებენ. როგორც ეროვნულ ბანკში ამბობენ, ცვლილებები არ ყოფილა უწყების ინიციატივა და იგი საქართველოს პარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებულ კანონს უკავშირდება. 

თავის მხრივ, პარლამენტმა კანონი ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის განახლებული სტრატეგიის ფარგლებში მიიღო. 

ახალი წესებით, სწრაფი გადახდის აპარატით სარგებლობისას მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო იქნება შემდეგი ტიპის სერვისებზე:

  • ლატარეა და აზარტული თამაშები;
  • ონლაინ თამაშები;
  • ფიზიკური და იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა;
  • მიკროსაფინანსო და სესხის გამცემი სუბიექტების სერვისებით სარგებლობა;
  • ლიზინგი;
  • ელექტრონული საფულით სარგებლობა;
  • ფინანსური ბაზრების სერვისებით სარგებლობა;
  • ფულადი გზავნილების სერვისით სარგებლობა;
  • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული სერვისები;
  • საკონსულტაციო მომსახურება;
  • პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული ტრანზაქციები;
  • ტურისტული მომსახურება;
  • ქსელური მარკეტინგის სერვისები;
  • ქველმოქმედება;
  • ტრანსპორტის სერვისი;
  • ქველმოქმედება;

ეროვნული ბანკის განმარტებით, კვლავაც სავალდებულო იდენტიფიკაციის გარეშე შეძლებთ სარგებლობას შემდეგი სერვისების გამოყენების დროს:

  • კომუნალური გადასახადები;
  • ხაზინაში შემავალი გადასახადები;
  • საპენსიო ფონდში შემავალი გადასახადები;
  • სამოქალაქო ტრანსპორტი;
  • საფოსტო მომსახურება;
  • განათლება;
  • სპორტული და გამაჯანსაღებელი ცენტრების სერვისები;
  • მედია/პრესა;
  • საყოფაცხოვრებო მომსახურება;
  • ჯანდაცვა და ვეტერინარია;
  • სავიზო მომსახურების საფასურის გადახდა;
  • გარკვეული ტიპის დაზღვევა;
  • დაბალრისკიანი საქონლის შეძენა;

უნდა აღინიშნოს, რომ ის სერვისებზე, რომელზეც სავალდებულო იდენტიფიკაციის წესი არ ვრცელდება ამ მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე მომხმარებლის იდენტიფიკაცია მანამდეც ხდებოდა და აუცილებელი იყო სერვისის მისაღებად.

 

 

კომენტარები