კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით ინფიცირებული 745 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 217 მართვით სუნთქვაზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 745 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 217 ადამიანი მართვით სუნთქვაზეა. 

თბილისში  340 მძიმე პაციენტია, აჭარაში – 52, იმერეთში – 179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე თბილისში 155 პაციენტია, აჭარაში – 2, იმერეთში – 25.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 6 122 ტესტი. გამოჯანმრთელდა  1 792 ადამიანი. 20 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 249 934 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 236 922 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 987 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები