თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი: გთხოვთ, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკები და ბუნებრივი ნაძვის ხეები

თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი ხალხს სთხოვს, რომ ბუნებრივი ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები მათთან მიიტანონ და ამით წვლილი შეიტანონ ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში.

ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის Facebook გვერდზე დაიწერა.

"თქვენთან ტრადიციული სათხოვარი გვაქვს:

ახალმა წლებმა ჩაიარა და ალბათ სახლში ყველას მოგეპოვებათ ჩიჩილაკი ან ბუნებრივი ნაძვის ხე. თუ ჩვენს გვერდს თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, როგორ მოილხინეს ჩვენმა ბინადრებმა გასულ წლებში თქვენი მოტანილი ჩიჩილაკებით - ზოგმა ისედაც გაბურძგნული ჩიჩილაკები კიდევ უფრო გაჩეჩა, ზოგმა ზედ ახუნძლული ვაშლები ჩამოკრიფა, ზოგმაც ააფუმფულა და თბილ ბალიშებად ამოიდო თავქვეშ.

ამიტომ, გთხოვთ, თუ შეძლებთ, თუ მოიცლით, თუ მოახერხებთ ამ ვითარებაში, მოგვიტანეთ თქვენი ჩიჩილაკ-ნაძვის ხეები ზოოპარკში და შეიტანეთ წვლილი ჩვენი ცხოველების ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაში". - წერია პოსტში.

კომენტარები