პამელა ანდერსონი: ვეგანები უკეთესი საყვარლები არიან

NY Times

"მაშველების" ვარსკვლავი პამელა ანდერსონი ერთ-ერთ ბრიტანულ დილის შოუს ესტუმრა, სადაც განაცხადა, რომ ვეგანები საუკეთესო საყვარლები არიან.

"ვეგანობა თქვენ უკეთეს საყვარლებად გაქცევთ. ქოლესტერინი, რომელსაც ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები შეიცავს, არტერიების შევიწროებას იწვევს. შესაბამისად, სხეულის ყველა ნაწილს სისხლი დაბალი წნევით მიეწოდება. არსებული მეცნიერული კვლევების გარდა ამას პირადი გამოცდილებითაც გეუბნებით". – ამბობს 53 წლის მსახიობი.

ანდერსონმა კარიერა დაიწყო როგორც ფოტომოდელმა. 1992 წელს სერიალ "მაშველებში" მიღებულმა სი ჯეი პარკერის როლმა საყოველთაო პოპულარობა მოუტანა. მსახიობი ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია.

ანდერსონი აპროტესტებს კორიდას
"ყველა ცხოველი ერთსა და იმავე ნაწილებისგან შედგება"

 

კომენტარები