კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 780 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 9 083 ტესტი

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა  780 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 608 პაციენტი. გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 9 083 ტესტი.

17 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების  247 805 შემთხვევაა აღწერილი. მათგან 232 993 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 933 კი გარდაიცვალა. 

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. ასევე, არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები.  რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე არიან გადასული. დაკეტილია ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები