ქართული ოცნება

ქართული ოცნების ყრილობისას დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს

ტაბულა

ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე დაკავებული 9 სამოქალაქო აქტივისტი პოლიციამ ხელწერილების საფუძველზე გაათავისუფლა. გათავისუფლებული აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივ და უკანონო ქმედებებზე საუბრობენ. ისინი პარტიის ყრილობაზე ირაკლი კობახიძის თავმჯდომარედ არჩევას აპროტესტებდნენ. 

"ჩემი დაკავებისას როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, ყველა კადრს დავამუშავებთ რომ დეტალურად დავდოთ მტკიცებულებები". – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქტივისტები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

კომენტარები