ქართული ოცნება

თალაკვაძე კობახიძეზე: ამოცანებს თავს გაართმევს, გამორჩეული თვისებები აქვს

როგორც ხედავთ, ირაკლი კობახიძეს გუნდისგან ძალიან ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, გუნდის მხარდაჭერით ის თავს გაართმევს ამოცანებს, რომლებიც ჩვენი პარტიის, როგორც მმართველი პარტიის, წინაშე დგას. მას გამორჩეული თვისებები აქვს, არის გამორჩეული პოლიტიკური ლიდერი, უშუალოდ აქვს წვლილი შეტანილი პარტიის განვითარებაში, ასევე, არაერთ წარმატებულ საარჩევნო კამპანიას პირადად ხელმძღვანელობდა. განათლებული, ახალგაზრდა და ენერგიული ლიდერია.

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძის შესახებ, რომელიც პარტიის ყრილობაზე ერთხმად აირჩიეს "ოცნების" თავმჯდომარედ.

კომენტარები