ქართული ოცნება

"ოცნების" ყრილობის პარალელურად მიმდინარე აქციაზე აქტივისტები დააკავეს [VIDEO]

ქართული ოცნების ყრილობის პარალელურად, რომელიც 2 საათზეა დანიშნული, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც იყო. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია დაკავებულების ზუსტი რაოდენობა.

ტაბულა შსს-ში ცდილობს გაარკვიოს, თუ რამდენი პირია დაკავებული.

სამოქალაქო აქტივისტები ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშნვას აპროსტესტებენ.

დღეს, 16 იანვარს, ქართული ოცნების ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს განახლებული 21-კაციანი შემადგენლობა უნდა აირჩიონ.

კომენტარები